ტრიუმფალური თაღი 25 ათასი კვადრატული მეტრის ქსოვილით დაიფარა
პარიზის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, ტრიუმფალური თაღი 25 ათასი კვადრატული მეტრის ქსოვილით დაიფარა. ინსტალაცია სახელწოდებით „შეფუთული თაღი“ იდეის ავტორების, გარდაცვლილი ხელოვანი წყვილის - კრისტო და ჟან-კლოდის ხსოვნას მიეძღვნა.
