ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში ეპიდ ვითარება შედარებით სტაბილურია
საგრძნობლად შემცირდა კლინიკებში მიმართვა, მათ შორის პედიატრიულ დაწესებულებებში. თუმცა კვლავ დიდია ყოველდღიურად გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი. მოსალოდნელი მეხუთე ტალღის ფონზე სამოც წელს გადაცილებულ მოქალაქეებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
