ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსის წინააღმდეგ
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, კომპენსაციის სახით, ხუთ მილიონ დოლარს ითხოვს. სარჩელი კალიფორნიაში უკვე გაიგზავნა. საქმე ეხება „ნეტფლიქსის“ მინი სერიალ „ლაზიერის გამბიტს“, რომლის ერთ-ერთ ეპიზოდში, ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაციაა მოცემული. კერძოდ, ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეს წარმოადგენს. სარჩელში ნათქვამია, რომ „ლაზიერის გამბიტში“ აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს ეხება. იმ დროს კი გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ მამაკაც მოჭადრაკესთან. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ „ნეტფლიქსმა“ დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც მას რუსი მოჭადრაკე უწოდა.
