ქარელში დაშავებული „მთავარი არხის“ ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ინციდენტი გუშინ მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ოპერატორს არავინ შეხებია, მან წონასწორობა დაკარგა და კიბის ზედა საფეხურზე დავარდა. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი კი ამბობს, რომ გადამღებ ჯგუფს „ქართული ოცნების“ შტაბში თავს დაესხნენ და ოპერატორი მეორე სართულიდან გადააგდეს. ხმაური იყო ქარელის საავადმყოფოში. ნიკა გვარამიასა და კლინიკის ეზოში შეკრებილ ადგილობრივებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
