ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატები დღეს შიდა ქართლში წარადგინა
კასპში - ვახტანგ მაისურაძე, ხაშურში - თენგიზ ჩიტიაშვილი, ქარელში კი - ზაზა გულიაშვილი. მმართველი პარტიის ლიდერებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომელთა განხორციელებასაც რეგიონში გეგმავენ. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და შიდა ინდუსტრიის განვითარება კი სახელმწიფოს პრიორიტეტებია
