ვინ და როგორ ზომავს სატელევიზიო რეიტინგებს
„ტრი მედია ინტელიჯენსი“ „კანტარ მედიის“ წარმომადგენელი საქართველოში და „თი-ვი-ემ-არი“ - ეს ორი კომპანია ქვეყანაში სატელევიზიო რეიტინგებს ითვლის. თუმცა დათვლის შედეგები განსხვავებულია. რომელია ზუსტი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას საერთაშორისო აუდიტორული კომპანია შეეცადა, რომელთანაც მხოლოდ „კანტარ მედიის“ წარმომადგენლობამ ითანამშრომლა. დასკვნის შედეგებიც შთამბეჭდავია. „თი-ვი-ემ-არი“ კი რომელიც სააკაშვილის პარტიულ ტელევიზიებთან თანამშრომლობს, კვლევაზე უარს ამბობს. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ისევე, როგორც ამას საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს, სატელევიზიო რეიტინგებს ერთი დამთვლელი უნდა იკვლევდეს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
