რა ბედი ელით ქალებს თალიბანის მმართველობის ქვეშ
ავღანელ ქალებს განათლების უფლების მიღება მისცეს, თუმცა არა კაცებთან ერთად. უნივერსიტეტებში ახალი დრეს-კოდი დამკვიდრდა. იცვლება იმ საგნების სიაც, რომელთა სწავლაც ქალებისთვის იქნება ნებადართული. გაეროში შიშობენ, რომ თალიბანი ისევ იმ მკაცრი პოლიტიკის გამტარებელი ხდება, რომლითაც 20 წლის წინ ხელმძღვანელობდა.
