ლატარიის ,,აიცერი და მოიგე’’ პირველი გათამაშების შედეგები ცნობილია
საქართველოს მასშტაბით გამოვლინდა 160 ადამიანი, რომელთა შორის ხუთასი და ას ლარიანი მოგებაა გადანაწილებული. ჯამში, გათამაშდა 20 ათასი ლარი. ყოველდღიურად 100 და 500 ლარი გათამაშდება, ყოველკვირეულად 1000; 1500; 5000 და 10 000 ლარი, შემაჯამებელ გათამაშებაში კი გათამაშდება ჯეკპოტი 100 ათასი ლარი. გათამაშებაში მონაწილეობს საქართველოში აცრილი ყველა მოქალაქე.
