სააკაშვილის მორიგი მიმართვა
ხან ემიგრანტები, ხან პოლიცია, ხან ჯარი. სააკაშვილი მანიპულირებას აგრძელებს. მიმართვის ადრესატებს და მათ მიმართ დამოკიდებულებას საჭიროების და საკუთარი ინტერესის მიხედვით ცვლის. მას შემდეგ, რაც საზღვრებს გარეთ მყოფ მოქალაქეებს თითქოსდა საქართველოში ჩამოსასვლელად თანხა ამაოდ ააგროვებინა, შემდეგ მორიგი წარუმატებლობის გამო გაბრაზებულმა პოლიციელები ლანძღა, მე-17 ე.წ. დაბრუნების წინ სამხედროებს მიმართავს. ტრადიციულად, ჯარის პოლიტიზებას ცდილობს და შეიარაღებულ ძალებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, თუმცა მანამდე საკუთარ როლზე საუბრობს- როგორ უშველა-ტილიან, გაუბედურებულ და განადგურებულ ჯარს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
