საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალზე თავმდამსხმელს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ
49 წლის შალვა მელიქიშვილი ამ დრომდე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, პროცესში თავად თავდამსხმელიც მონაწილეობდა. ყვარელში , საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი გუშინ შეიჭრა ,მოქალაქეები მძევლად აიყვანა და მათ გათავისუფლების სანაცვლოდ სოლიდურ თანხას ითხოვდა. ცნობილია, რომ დაკავებულს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
სიუჟეტის ავტორი: კახა კუპატაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
