5-წლიანი პატიმრობა დავით კეზერაშვილს
უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. გამამტყუნებელი განაჩენი 2007-2008 წლებში ეგრეთ წოდებული წვრთნის საქმეს ეხება. გამოძიება თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება. დაცვის მხარე გადაწყვეტილების სტრასბურგში გაასაჩივრებას გეგმავს. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ერთადერთი საქმე არ არის, რომელშიც კეზერაშილი ფიგურირებს. გამოძიება მას რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის, ტელეიმედში შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეებზეც ედავება. მას ბრალი სამსახურებრივი უსფლებამოსილების გადამატების მუხლით აქვს წარდგენილი.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
