მიხეილ სააკაშვილი ისევ მოდის
უკვე მერამდენედ, სათვალავი ნაციონალურ მოძრაობაშიც ერევათ. საქართველოში დაბრუნდების შესახებ დაპირებაც, ისევე, როგორც ყოფილი პრეზიდენტის სხვა დაპირებები, პოლიტიკურად ნულის ტოლია. ლიდერის სიტყვებზე პასუხისმგებლობას უკვე მისი გუნდის მოქმედი თუ ყოფილი წევრებიც აღარ იღებენ. ხელისუფლებისთვის კი სააკაშვილის დაბრუნების ერთადერთი გზა ციხესა და ჩადენილი დანაშაულების გამო პასუხისგებაზე გადის. მსჯავრდებული ონლაინ ლიდერის მორიგი დაპირება პოლიტიკოსებში სანაძლეოს მიზეზიც გახდა.
