პრემიერი სომეხ კოლეგას მასპინძლობს
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ხვალ დატოვებს. დღეს პირველი შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან შედგა. ეკონომიკა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი - ორმხრივი ურთიერთობები არაერთ სფეროს მოიცავს. შესაბამისად, მხარეებს შორის სასაუბრო ბევრია. ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონი - ასე ხედავს საქართველოს მთავრობის მეთაური მეზობელსა და პარტნიორთან ერთად სამომავლო მიზანს. სტუმარმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მასპინძელს 15 მძევლის დაბრუნებაში მხარდაჭერისათვის
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
