ელჩების წუხილი და ოპოზიციის ბრალდება
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა სრული მხარდაჭერით დაამტკიცა. პროექტის თანახმად -- მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბარიერი ხუთიდან ორ პროცენტამდე მცირდება, ფრაქციებს კი, შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატიც შექმნის. აღარ შეიცვლება და ძალაში დარჩა პროკურორის არჩევის ძველი ნორმა, რომლის თანახმად- ამ პოსტზე კანდიდატს 76 დეპუტატი ირჩევს, ექვსი წლით. მმართველი გუნდი და ოპოზიცია ვერ შეთანხმდნენ ჩანაწერზე, რომლის თანახმად: გენერალური პროკურორის შესარჩევად კვალიფიციური უმრავლესობა და სამი ეტაპია საჭირო.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
