ვის ადანაშაულებენ ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობაში
დაკავებულია ადამიანი, რომელსაც ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობა ედება ბრალად. შსს-მ შანაი ბრუკის საქმის გამოძიება ივლისის ბოლოს დაიწყო. ახალგაზრდა ქალი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს საცხოვრებელ სახლთან, ვერაზე შენიშნეს. გაუჩინარებულს თითქმის ერთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, სამუშაოებში კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ასეული თანამშრომელი, ასევე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური იყო ჩართული. ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
