საკონსტიტუციო ცვლილებები
ამერიკის და ევროკავშირის ელჩები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში მედიატორის როლს ასრულებდნენ, წუხილს გამოთქვამენ. დიპლომატები ეხმაურებიან პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით მიღებას და იმ პუნქტის ამოღებას, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს განსაზღვრვდა. ამასთან, მათი მხრიდან კვლავ ისმის მოწოდებები მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, იმისათვის, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები 19 - ი აპრილის შეთანხმებას შეესაბამებოდეს, რომელიც უკვე ანულირებულია
