საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა
აეროპორტში მას ოჯახის წევრები და სპორტსმენები დახვდნენ. მაისაშვილი რეაბილიტაციის პროცესს საქართველოში, უკვე სახლში გააგრძელებს. როგორც ცნობილია ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, ბორჯღალოსნების მწვრთნელი ერთ თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში მკურნალობდა.
