დავით კეზერაშვილის კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვისათვის, უზენაესმა სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დამნაშავედ ცნო. დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ცნობილია, რომ დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს. გამამტყუნებელი განაჩენი 2007-2008 წლებში ე.წ. - ლ წვრთნის საქმეს ეხება. სახელმწიფო ბრალდება კეზერაშვილს საწვრთნელ პროექტებზე, თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, 5 მილიონზე მეტი ევროს გაფლანგვას ედავებოდა.
