„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
უმრავლესობის წევრებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასთან დაკავშირებით იმსჯელეს. გარდა ამისა, სხდომაზე მხარი დაუჭირეს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებად რატი იონათამიშვილის და გიორგი კახიანის არჩევას. ასევე გადაწყდა, რომ ხვალ კიდევ ერთხელ იმსჯელებენ და გადაიხედება გენერალური პროკურორის არჩევის წესი.
