გადამდგარი პრემიერის პარტიის არსებობა ხანმოკლე აღმოჩნდა
დაფუძნებიდან 3 თვის შემდეგ „საქართველოსთვის“ რამდენიმე ათეულმა წევრმა დატოვა. მხოლოდ ორ დღეში გახარიას გუნდს სხვადასხვა რეგიონში მაჟორიტარობისა და პროპორციული სიის კანდიდატები მოაკლდა. რამდენიმე წუთის წინ ამ სიას მიემატა გუდაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ოთარ ქარჩაიძემ პარტიაც დატოვა. არჩევნებამდე 1 თვით ადრე, ასეთმა კრახმა ანალიტიკოსებს პოლიტიკაში უიღბლოდ წამოსული საოპერო ბანი გაახსენათ. ახლა გახარიას ბურჭულაძიზაციას უწინასწარმეტყველებენ
