იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს
სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. კანონპროექტით, 20-21 ივნისის მოვლენებისას ბრალდებული და მსჯავრდებული ყველა პირი გათავისუფლდება. ცნობილია, რომ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას არ დაესწრება ნაციონალური მოძრაობა.
