ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 25 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას
ექვს კოვიდინფიცირებულ ბავშვს თანმხლები დაავადებები აქვს, რაც მათ ჯანმრთელობას ამძიმებს. მათ შორის განსაკუთრებულად მძიმე არის ერთი თვის ჩვილის მდგომარეობა, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, დინამიკაში უკვე დასტაბილურდა
