საქართველოში კოვიდინფიცირების 1120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1120 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4905 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 565 957 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 519 673, გარდაიცვალა 7 867 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
