საქართველოში აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია იმყოფება
საქართველოში აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია იმყოფება . ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან , საგარეო საქმეთა , თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებთან. შეხვედრა გაიმართება პარლამენტშიც. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები, ასევე, მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს. საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან.
