ვალერი გელაშვილმა კანდიდატურა მოხსნა
ხაშურის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვალერი გელაშვილმა კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. გელაშვილი წერს, რომ დღესდღეობით ქართულ პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნების“ გარდა არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.
