საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:34 საათზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდას შეადგენდა.
