ყვარლის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთხელ მოსულმა სეტყვამ ამჯერად სოფელ შაქრიანის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა
. ძლიერმა ქარმა სოფელ გრემში კი რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ასევე, სეტყვის შედეგად ზიანი მიადგა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულს, სადაც წინასწარი მონაცემებით დაახლოებით 70-ი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დაისეტყვა. 26-ს აგვისტოს მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული მოსავლის 90-ი პროცენტი სოფელ შაქრიანის ფერმერებს ამ დროისთვის უკვე ჩაბარებული აქვთ
