შეერთებული შტატები მადლობას უხდის საქართველოს ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის
ქაბულის აეროპორტიდან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციაზე, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ევაკუაციის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობაზე და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელოვან როლს ქაბულში დარჩენილი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების საკუთარ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების პროცესში
