პარტიული რეიტინგები - კვლევის შედეგები
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 47,2% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 26,8%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ - 6.9%. კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარა.
