აშშ-საქართველოს თანამშრომლობის პროგრამა
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში საქართველოს თავდაცვის ძალებსა და შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. პირად შემადგენლობას სიტყვით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გიორგი მათიაშვილმა, ევროპასა და აფრიკაში ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაურმა ტრეისი კინგმა და შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მიმართეს. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც
