მობილიქსი - 9 მაისი
„მობილიქსის“ მორიგი ეპიზოდი 1945 წლის 9 მაისის, ფაშიზმზე გამარჯვების დღის შესახებ გიამბობთ. გაიგებთ, როგორი იყო მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეები, რატომ აღინიშნებოდა საბჭოთა კავშირში გამარჯვების დღე 9 და არა 8 მაისს, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება და რატომ არსებობდა ფაშისტური გერმანიის კაპიტულაციის ორი აქტი.
