ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე შვიდი მოქალაქე დააკავეს
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები გარკვეული თანხის სანაცვლოდ ამზადებდნენ კოვიდ 19-ის საწინააღდეგო ვაქცინით აცრის დამადასტურებელ ყალბ საბუთებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს
