ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო ქალაქში ახალი საცხოვრებელი ბინა 500-მდე სამხედრო მოსამსახურეს გადასცეს
ბინების განაწილება კენჭისყრის საფუძველზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტრომ სრულად შეასრულა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების ვალდებულება იმ პირების მიმართ, რომლებმაც იმსახურეს და დაასრულეს კონტრაქტი. სამხედრო მოსამსახურეებს ახალსახლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცეს.
