ვითარება ავღანეთში
ქაბულის აეროპორტი თალიბანის ხელში 31 აგვისტოს გადავა, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები და კოალიციის ქვეყნები ევაკუაციის მისიას დაასრულებენ. თუმცა აეროპორტი უკვე გახდა სარაკეტო თავდასხმის სამიზნე. პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
