ბრძოლა კორონავირუსთან
რამდენიმე საათის წინ დელტა შტამმა 6 წლის ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ის "ციციშვილის კლინიკაში" იყო მოთავსებული და თანმდევი დაავადებები ჰქონდა. მარტო ციციშვილის კლინიკაში ამ დროისთვის, 80-ზე მეტი ინფიცირებული ბავშვი მკურნალობს. აქედან 25 რეანიმაციაშია, მათ შორისაა 29 დღის ჩვილი. ახლა ჩვენს ქვეყანაში სწორედ კორონავირუსის დელტა შტამი ცირკულირებს, რამაც ინფიცირებისა და გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
სიუჟეტის ავტორი: ქეთი ქაშაკაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
