კახეთში სტიქიით დაზარალებული სოფლების მოსახლეობისგან დაზიანებულ ყურძენს სამი ქარხანა ჩაიბარებს
ყურძენს აკურის, ყვარლის, ასევე გურჯაანის გადამამუშავებელი ქარხნები მიიღებენ და საჭიროების შემთხვევაში სხვა ადგილებიც დაემატება. სტიქიის შედეგად, კახეთში 4-5 ათასი ჰექტარი ფართობია განადგურებული, საიდანაც 15-20-ი ათას ტონა ყურძენს ელოდებოდნენ. დაზიანებული ყურძნის შესყიდვას მთლიანად სახელმწიფო უზრუნველყოფს. რაც შეეხება ყურძნის ფასს, რქაწითელს 50-თ თეთრად, საფერავს კი ერთ ლარად შეისყიდიან. წუხელ, გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა თელავის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ათზე მეტი სოფელი დააზარალა. სტიქიის შედეგებს პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი საკოორდინაციო შტაბი სწავლობს
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
