ჯანდაცვის სამინისტროს და დედაქალაქის მერიის ერთობლივი პროექტი
ვაქცინაცია სპეციალურ ავტობუსებში. ამ ეტაპზე თბილისში იმუნიზაციის სამი მოძრავი ცენტრია. ავტობუსები ვარკეთილში, გლდანში და სადგურის ტერიტორიაზე იმოძრავებენ. უახლოეს მომავალში არსებულ სამს, კიდევ 7-ი მოძრავი ცენტრი დაემატება. რაც შეეხება კოვიდ სტატისტიკას, საქართველოში ვირუსმა დღე-ღამეში კიდევ 73-ი ადამიანი იმსხვერპლა, 4-ი ათასზე მეტი მოაქალაქე კი ინფიცირებულია. ამ დროის მონაცემებით, სულ მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები