არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესი ონლაინ რეჟიმში გადაიცემა
„ქართულმა ოცნებამ“ სპეციალური ტექნიკა ცესკოს უკვე გადასცა. საარჩევნო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები უპრეცედენტო სიახლეებით ჩატარდება. ცესკოში ოპოზიციური კვოტით არჩეული კომისიის წევრები ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ეს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის ხარისხს გაზრდის.
