მმართველი პარტიის სოციოლოგიური კვლევა
ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას? ამ კითხვაზე, თითქმის სამი ათასი გამოკითხული რესპონდენტიდან უმრავლესობა ამბობს, რომ მისი რჩეული ქართული ოცნება და თბილისში მისი მერობის კანდიდატია. ამ მაჩვენებლით, მმართველ გუნდს თბილისის 40-ც მანდატიან საკრებულოში 22-ი მანდატი ერგება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი დედაქალაქის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიცია ამ კვლევას არ ენდობა
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
