მობილიქსი - სტრასბურგის ვერდიქტი აგვისტოს ომზე
ქართულმა სახელმწიფომ 12 წელი იბრძოლა, რათა რუსეთისთვის პირველი სამართლებრივი დავა მოეგო. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ 2008 წელს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე: ადამიანთა წამებასა და მკვლელობაზე, ქართული სოფლების ძარცვასა და ნგრევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ევროსასამართლოს ვერდიქტი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისკენ მიმავალ მშვიდობიან გზაზე უმნიშვნელოვანეს წინგადადგმულ ნაბიჯად იქცა.
