გასულ დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ნახევარ მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხა
სხვადასხვა ქვეყანა პანდემიის ახალ ტალღას ებრძვის. ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი ვაქცინაციაა. იმუნიზაციის აქტიური კამპანიის ფონზე, მეცნიერები კორონავირუსის ახალი შტამებისადმი ვაქცინების ეფექტიანობას აკვირდებიან და კოვიდ 19-ის ინფექციის სამკურნალო მედიკამენტების შექმნაზეც მუშაობენ.
