სახალხო დამცველი და ოპოზიციის ნაწილი არჩევნების გადადებას ითხოვენ
სახალხო დამცველი, რადიკალური ოპოზიცია და მათი აქტივისტები - კამპანია არჩევნების გადადებისთვის დაწყებულია. მიზეზად, ეპიდვითარებას ასახელებენ. ხალხზე ზრუნვის სურვილი თუ არჩევნებში დამარცხების წინასწარ აღიარება? - მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ მორიგი დესტრუქცია, სწორედ დამარცხების შიშით არის განპირობებული. სახალხო დამცველი კი არჩევნებში უპერსპექტივო „ნაცმოძრაობის“ ინტერესების გარე სპიკერად ჩამოყალიბდა.
