ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 907 665 აცრაა ჩატარებული
მხოლოდ გუშინ, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, 23-ი ათას 986-ი ადამიანი აიცრა. როგორც ვხედავთ, იმუნიზაციის ტემპმა მოიმატა, რასაც ხელი შუწყო მასობრივი იმუნიზაციის ცენტრების გახსნამაც. აქ აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი. თუ ყოველდღიურად 25 000-ზე მეტი აცრილი მოქალაქე გვეყოლება, იმუნიზაციის ეროვნული გეგმა წლის ბოლომდე შესრულდება. ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის, თბილისში დამატებითი ცენტრების გახსნაც იგეგმება.
