საქართველოში საველე ჰოსპიტალმა დღეს პირველი პაციენტები მიიღო
რამდენიმე კოვიდინფიცირებული უკვე ოლიმპიურ სოფელში მოწყობილ სპეციალურ სივრცეშია მოთავსებული. პაციენტებს კვალიფიციური მედპერსონალი მკურნალობს. ბოლო დღეღამის განმავლობაში, ვირუსმა 60-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ერთი ექიმია. ეპიდვითარება უკიდურესად მძიმეა. კორონავირუსის დელტა შტამი ყველაზე რთული სამართავი აღმოჩნდა
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
