ავღენეთში ჩარჩენილი ყველა ქართველი, უსაფრთხოდ არის
ავღენეთში ჩარჩენილი ყველა ქართველი, უსაფრთხოდ არის. ერთი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, ნაწილს კი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რამდენიმე საათში სპეციალური ბორტი ჩამოიყვანს. ჩვენი თანამემამულეების უსაფრთხოდ გამოყვანა საქართველოს, ბრიტანეთისა და თურქეთის მთავრობების თანამშრომლობით მოხერხდა. საქართველოს მოქალაქეები ქაბულში კანადურ და გერმანულ კომპანიებთან მუშაობდნენ. მათ ურთულესი გზა გაიარეს. ქაბულის აეროპორტამდე ისინი, სამხედრო ესკორტით თურქმა პარტნიორებმა მიიაცილეს.
