დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადება
ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა , ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში შეიმჩნევა სტაბილიზაციის დინამიკა, თუმცა არ მცირდება გარდაცვალების ინდიკატორი. ამირან გამყრელიძემ ისაუბრა ინტენსიური ვაქცინაციის აუცილებლობაზეც.
