კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში, დღეიდან იუსტიციის სახლები ერთვებიან
დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში. სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლებში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. მომხმარებლები ახლობლებისა და ოჯახის წევრების დარეგისტრირებასაც შეძლებენ.
