პრემიერ მინისტრი მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს
ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება ლანჩხუთის კლინიკაში გააკეთა, სადაც ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. პრემიერ მინისტრი ამცრელ ბრიგადებს გაესაუბრა და მოქალაქეების აქტივობით დაინტერესდა.
