საინფორმაციო კამპანია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ლია გიგაური ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვია. ლია გიგაური რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ქალაქ ნინოწმინდაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
