თალიბანის მმართველობის სამი დღის შემდეგ, ავღანეთში პანიკა და არეულობაა
ქაოსია ქაბულის აეროპორტში, სადაც თალიბები მოქალაქეებს უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. სისხლიანი აღმოჩნდა თალიბების საწინააღმდეგო დემონსტრაცია ჯალალაბადში. მართალია, თალიბანი ხალხს მშვიდობას ჰპირდება, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება დაჯგუფებისგან დაპირებების ნაცვლად, რეალურ ქმედებებს ელის.
